ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტი ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ევროკავშირ-საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩატარებული პროცედურების შესახებ. ასევე დეტალურად არის განმარტებული, თუ რას გულისხმობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთან.
„ევროკომისია გააგრძელებს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე პუნქტის შესრულების პროცესის მონიტორინგს", - ნათქვამია დოკუმენტში.