„არ გამოვა სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ..."- წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
„ხომ შეხვდები ხანდახან საარაკო უბედურებას, გამაოგნებელს... სწორედ მაშინ ხარ ღირსი გერქვას ადამიანი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში მყოფისთვის გადადებ პირად კომფორტს, სიამოვნებას, კაპრიზებს და დაეხმარები უფსკრულიდან ამოსვლაში. დაეხმარები, თუნდაც არსებობდეს შენი გადავარდნის საშიშროებაც... ჩათვალე, რომ მაშინ სამყაროს შემოქმედი ხარ.
ამ საწყალ გოგოს, ლეკვივით რომ იყურება, სამი თვის წინ პატარა დაეღუპა. დამამშვიდებელ წამლებს მიეძალა, იმდენად მძიმედ განიცადა უბედურება. ამდენი წამების შედეგად ტვინის შეშუპება განუვითარდა და დღეს უკვე თავად ებრძვის სიკვდილს! და ობლად რჩება კიდევ ორი პატარა...
არ გამოვა, სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ, ჯერ კიდევ საჭიროა აქ... დილიდანვე გავაკეთებ ჩემ გასაკეთებელს, აბა, თქვენ იცით..." - წერს ცოტნე გამსახურდია.
ნათია ირემაძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში:
საქართველოს ბანკი: GE62BG0000000598877500
მიმღები: ბესო კვარაცხელია (მეუღლე)
ტელ: 591705595