logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: არ გამოვა სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ...
- +

28 აგვისტო. 2016. 12:29



არ გამოვა სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ..."- წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.



 

ხომ შეხვდები ხანდახან საარაკო უბედურებას, გამაოგნებელს... სწორედ მაშინ ხარ ღირსი გერქვას ადამიანი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში მყოფისთვის გადადებ პირად კომფორტს, სიამოვნებას, კაპრიზებს და დაეხმარები უფსკრულიდან ამოსვლაში. დაეხმარები, თუნდაც არსებობდეს შენი გადავარდნის საშიშროებაც... ჩათვალე, რომ მაშინ სამყაროს შემოქმედი ხარ.

ამ საწყალ გოგოს, ლეკვივით რომ იყურება, სამი თვის წინ პატარა დაეღუპა. დამამშვიდებელ წამლებს მიეძალა, იმდენად მძიმედ განიცადა უბედურება. ამდენი წამების შედეგად ტვინის შეშუპება განუვითარდა და დღეს უკვე თავად ებრძვის სიკვდილს! და ობლად რჩება კიდევ ორი პატარა...

 

არ გამოვა, სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ, ჯერ კიდევ საჭიროა აქ... დილიდანვე გავაკეთებ ჩემ გასაკეთებელს, აბა, თქვენ იცით..." - წერს ცოტნე გამსახურდია.



ნათია ირემაძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში:


საქართველოს ბანკი: GE62BG0000000598877500

მიმღები: ბესო კვარაცხელია (მეუღლე)


ტელ: 591705595


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner