ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"შალო კუკარელა!
გუშინ ისევ მიიყვანეს ჭუტლექსაანთ სტუდიაში და ისეთები ალაპარაკეს, სიცილით დაგვხოცა.
ჯერ დაიწყო, ,,ნაცების'' მმართველობისას, დასაჭერად რომ დამდევდნენ, ხელის ჩამორთმევით მეც მომწამლეს, მაგრამ ხმა არ ამომიღია, იტყოდნენ, იგონებს, პიარს იკეთებსო. ამიტომაც გავჩუმდიო. ბადრი პატარკაციშვილმა დამირეკა, ხომ გითხარი, მე და შენ მოგვწამლავენო? ყურადღება არ მივაქციე, გამეცინაო.
ესე იგი, შალო მოწამლეს... მისი ღრმა რწმენით, სააკაშვილიც მოწამლულია და ვინ მოწამლა? მაგის გამოცნობა იოლია, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამ ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება, სინგაპურიდან და ჰონკონგიდან მზარეულები ჩამოიყვანა, ბულბულის პაშტეტი უნდა მოუმზადონ და აჭამონო.
ბულბულის პაშტეტიო, ზუსტად ეგრე თქვა... ბულბულისაო!
შემდეგ შალო კუკარელამ ტელეფონი დააძრო, ეხლა უნდა ჩამოვთვალო, ინ არიან საქართველოს მოღალატეები, ანუ ვინ აკრძალა ლეიბორისტული პარტიაო.
გაიგონეთ? ჩვენი პარტია აკრძალესო!
არადა, ეს ქვეყანა რომ არსებობს, სწორედ ლეიბორისტების დამსახურებააო!
დაიწყო... ბოლქვაძე ანზორ - ყაჩაღი, ყველა პარტიაში ნამყოფიო... ბოლქვაძე ელისო - უაზრო პიანისტიო... დავითულიანი ბექა - მექისეო... ვოლსკი - საგარეო დაზვერვაო... ზარქუა - სამეგრელოს სირცხვილიო... ფრიდონ ინჯია - ქურდიო... იოსელიანი ლევან - მოღალატე, ალეკო ელისაშვილმა ასწავლა ღალატიო... ლადო კახაძე - საკრებულოს თავმჯდომარე გავხადე ეს არარაობაო... კახიანი გიორგი, აბაშიძეების ისა - აბაშიძეებმა შეჭამეს საქართველოო... ლევან კობიაშვილი - არ ვიციო... კიდევ ვიღაცებზე თქვა შალო კუკარელამ, არ ვიცნობ, არ გამიგიაო. ისე, ლევან კობიაშვილი რომ არ გაუგია, აშოტ მესროპიანი გაგონილი ექნება? როგორც ჩანს, მარტო პოლიტიკაში კი არა, სპორტშიც მაგარი დებილია!
სხვათა შორის, აქ ერთმა ნიუანსმა მიიქცია ჩემი ყურადღება - აბაშიძეების მიმართ შალოს დამოკიდებულებამ!
გიორგი კახიანი აბაშიძეების ნათესავიაო... იმ აბაშიძეებისა, საქართველო რომ შეჭამესო. მოდით, დავაკონკრეტოთ, რომელმა აბაშიძეებმა შეჭამეს საქართველო? რა თქმა უნდა, ასლან აბაშიძემ და მისმა ნათესავებმა, ოჯახის წევრებმა. დიახ, ამას ამტკიცებს ბატონი შალო კუკარელა!
საოცარი ფინალი!
იცით თუ არა, რომ... თბილისში, ივანე ჯავახიშვილის 88-ში შალოს პარტიის ოფისი ვინ უყიდა?
ვინ და... ასლან აბაშიძემ!
ეს ის ასლანია, საქართველო რომ შეჭამა... ოღონდ, სანამ შეჭამდა, ლეიბორისტულ პარტიას დედაქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ უბანში კაი ოფისი უყიდა!
პარტიას კი უყიდა, მაგრამ შალომ თავის სახელზე გაიფორმა.
პარტიის წევრებმა კი უთხრეს, ეგ რანაირად, ეგ ხო ჩვენც გვეკუთვნისო?
მაიცათ, ვინმემ რომ არ წაგვართვას, ეგრე აჯობებსო!
მარტო ეგ არ იყო... თავის დროზე შალოს ხშირად ხედავდნენ ასლან აბაშიძის მისაღებში აყუდებულს... ერთი პერიოდი ბაბუ პარტიას უფინანსებდა კიდევაც. მა რააააა, ლამის ყველას აფინანსებდა და შალოი ფეტვი ერია?!
ვაი, ამის პატრონს!
ბუს პაშტეტიო, კაცოოოოო... თან კიდე, მარტო სააკაშვილი კი არ მოწამლეს, მანამდე მე მომწამლეს, მაგრამ ავიტანეო!
ეს ქალიც მაგარი მაზალოა, ვითომ ჟურნალისტი რომ ჰქვია... ზის, უსმენს ამ აფრაკს და ეკითხება - ვა, მართლა, ბატონო შალვაო? მერე, რატომ ხმა არ აღიმაღლეთო? არაო, მერე იტყოდნენ, შალვა პიარს იკეთებსო. ვითომ ჯერ არ გაუკეთებია ,,ტუფტა'' პიარი.
ფუჰ!!!"- წერს გელა ზედელაშვილი.