"აბსოლუტურად ყველა ინდიკატორით, ნებისმიერი მიმართულებით, ეს იქნება კორუფციასთან ბრძოლა, დემოკრატიის ხარისხი თუ ა.შ., საქართველო დგას უფრო წინ, ვიდრე დგას მოლდოვა და უკრაინა," - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
„შესაბამისად, გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირში გამოიჩენენ გონიერებას, რომ რასაც იმსახურებს საქართველო, ის გადაწყვეტილება მიიღონ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.