logo_geo
eng_logo
კიევში რუსი ჟურნალისტი გარდაიცვალა
- +

28 აგვისტო. 2016. 12:56


 

კიევში, საკუთარ ბინაში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე შეტინინი გარდაცვლილი იპოვეს. ჟურნალისტს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. სამართალდამცველები გარდაცვალების მიზეზებს იკვლევენ.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

 

ცხედარი მეგობრებმა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მასთან დაბადების დღის მისალოცად მივიდნენ.

 

სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით გაგრძელდეს, რადგან შეტინინიმა  თავის ახლობელეს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner