logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: შეიძლება, შეწყალების უფლების მქონე პირი სხვა პატიმრების დახვრეტის ბრძანებას იძლეოდეს, ახლა კი შეწყალებას ითხოვდეს?
- +

28 დეკემბერი. 2022. 10:45

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„შეიძლება, შეწყალების უფლების მქონე პირი სხვა პატიმრების დახვრეტის ბრძანებას იძლეოდეს, ახლა კი შეწყალებას ითხოვდეს?

 

ბუნტის საბრძოლო ტყვიებით ჩახშობის ბრძანებას რომ გასცემ და დემოკრატიის შუქურა ხარ: გახსნან ცეცხლი, ჩვენ მაგათთვის (პატიმრებისთვის) ტყვიები არ გვენანება".

 

მისი მომხრეები ამბობენ, კლავენ სააკაშვილს, სიკვდილით დასჯა კი აკრძალულიაო. მას არავინ კლავს, თვითონ კი იძლეოდა მოკვლის ბრძანებებს.

 

ეს ყველაფერი ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე. უბრალოდ, ბოდიში აქვთ მოსახდელი“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner