logo_geo
eng_logo
ქ. დედოფლისწყაროს 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის დალის მთის წყალსაცავიდან 38 კმ-იანი მაგისტრალი მოეწყო
- +

28 დეკემბერი. 2022. 11:58

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ  ქ. დედოფლისწყაროში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე პროექტის ფიზიკური სამუშაოების 95% დაასრულა.

 

პროექტის მიხედვით, დალის მთის წყალსაცავიდან 38 კმ-იანი მაგისტრალი მოეწყო, დასრულდა 9.5 მილიონის ღირებულების 35 კილომეტრიანი ელ. გადამცემი ხაზი, რომელიც  მაგისტრალური ხაზის მუშაობისთვის არის აუცილებელი.

 

აშენდა სატუმბი სადგურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ და დასრულების ეტაპზეა ახალი რეზერვუარვუარის მშენებლობა. ასევე, დასკვნით ეტაპზეა წყალმომარაგებისთვის აუციელებლი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაო.

 

პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შემავალი 14 სოფლის 23 000-მდე ბენეფიციარიც.

 

კომპანიის მიერ მიმდინარე პროექტები მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაცია-მშენებლობას გულისხმობს. მათი საერთო ღირებულება 52 მლნ. ლარს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner