მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ფრანც იურგენ ვაისმა გერმანული გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე გერმანიაში კიდევ 300 ათასი მიგრანტის ჩასვლას ელიან.
ვაისის განმარტებით, უწყება 250-300 ათასი თავშესაფრის მაძიებლის უზრუნველყოფასა და დაბინავებას უპრობლემოდ შეძლებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ლტოლვილთა რაოდენობა გაიზრდება, ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.