პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მანანა არჩვაძის დესტრუქციულმა ქმედებებმა, იყენებს რა ფსიქიურად არამდგრად, ხელმოცარულ და განუვითარებელ აგრესიულ ჯგუფს, ოჯახის, საკუთარი შვილების, ზვიადის სახელისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ ზღვარს მიაღწია, როდესაც გაჩუმება თითქმის შეუძლებელია. გიორგი გამსახურდია იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა ამის შესახებ“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.