სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებით მრევლს მიმართა.
უწმინდესის თქმით, საბერძნეთიდან ჩამობრძანდა ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი პავლე და ჩამოიტანა დიდი სულიერი მამის, ღირსი მამის გიორგის წმინდა ნაწილი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა.
„ყოველი ადამიანი დგას ამა თუ იმ განსაცდელის წინაშე, მაგრამ წყალობა ღვთისა და სიყვარული ღვთისა არასდროს არ ტოვებს საქართველოს და ყოველ ჩვენთაგანს.
ეს არის ნიშანი რომ საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება. ჩვენ მადლობას ვუძღვნით მიტროპოლიტ პავლეს ამ დიდი წყალობისათვის და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, ჩვენ გადავცემთ მას ქართულ პანაღიას", - ბრძანა პატრიარქმა.