logo_geo
eng_logo
ილია მეორე: საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება
- +

28 აგვისტო. 2016. 13:34



სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებით მრევლს მიმართა.

უწმინდესის თქმით, საბერძნეთიდან ჩამობრძანდა ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი პავლე და ჩამოიტანა დიდი სულიერი მამის, ღირსი მამის გიორგის წმინდა ნაწილი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა.



ყოველი ადამიანი დგას ამა თუ იმ განსაცდელის წინაშე, მაგრამ წყალობა ღვთისა და სიყვარული ღვთისა არასდროს არ ტოვებს საქართველოს და ყოველ ჩვენთაგანს.

ეს არის ნიშანი რომ საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება. ჩვენ მადლობას ვუძღვნით მიტროპოლიტ პავლეს ამ დიდი წყალობისათვის და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, ჩვენ გადავცემთ მას ქართულ პანაღიას", - ბრძანა პატრიარქმა.



 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner