logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ღვთისმშობელი ყოფილიყოს საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღის შემწე და დამხმარე
- +

28 აგვისტო. 2016. 15:10



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას მარიამობას ულოცავს. პრემიერი სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.



მინდა ვუსურვო ყველას, რომ ღვთისმშობელი ყოფილიყოს საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღის შემწე და დამხმარე. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ალბათ, დიდი სიყვარული უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და გამოწვევებს, რომელიც დღეს არის ჩვენს წინაშე ღირსეულად ვუპასუხოთ მშვიდობიანად და სიყვარულით",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner