logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული რაჭიდან მიულოცა
- +

28 აგვისტო. 2016. 15:21



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიამობის სადღესასწაულო წირვას ამბროლაურში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.



რაჭიდან, ბარაკონიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული. გილოცავთ მარიამობას!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.



პრეზიდენტს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.



ბარაკონის ტაძარში საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner