საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიამობის სადღესასწაულო წირვას ამბროლაურში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
„რაჭიდან, ბარაკონიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული. გილოცავთ მარიამობას!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ბარაკონის ტაძარში საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე.