logo_geo
eng_logo
ესტონეთის საგარეო უწყება: ქვეყნების უმეტესობა გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას არ ემხრობა
- +

28 დეკემბერი. 2022. 19:33

ქვეყნების უმეტესობა არ უჭერს მხარს უკრაინის წინადადებას გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ - გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (ERR) ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიცე-კანცლერმა, მიარტ ვოლმერმა განუცხადა.

ესტონეთი არის უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იმ საკითხებში, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციაში რუსეთის იზოლირებას ეხება. ეს კარგი და სწორი მიმართულებაა. გაეროს შესახებ საუბრები ამავე კატეგორიაში ხვდება, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ იცის, რომ ამ საკითხზე უკრაინას ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს“, - განაცხადა ვოლმერმა.

მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პოზიციას ძალიან ბევრი ქვეყანა გაიზიარებდა და ჩათვლიდა, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილი უკანონოდ მიიღო, თუმცა ასეთი ქვეყნების რიცხვი ძალიან მცირეა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner