logo_geo
eng_logo
იტალიის თავდაცვის მინისტრი: თუ რუსეთს ომში მარცხი დაემუქრება, მან შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს
- +

28 დეკემბერი. 2022. 20:14

იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ომში მარცხი დაემუქრება, მან შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ გამოცემა Il Fatto Quotidiano წერს.

რუსეთი ტაქტიკური ბირთვული ენერგიის გამოყენებას გეგმავს. ჩვენთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ არა მოსკოვისთვის. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ისინი მარცხის რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. პოტენციური საფრთხე არსებობს, თუმცა ის ნაკლებსავარაუდოა“, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ოფიციალური რომი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას გააგრძელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner