logo_geo
eng_logo
პატრიარქმა მრევლს მარიამობა მიულოცა
- +

28 აგვისტო. 2016. 15:42



სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. ბატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა, რომ დღეს ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებულად მფარველობს, რაგან ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალი განსაცდელის წინაშე დგას.



თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, მღვდელმთავარნო, ძმანო და დანნო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დღეს განსაკუთრებით გვფარველობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რადგან ხედავს, რომ მრავალი განსაცდელი დგას ჩვენს წინაშე. თუმცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მრავალი კალთა გადააფარა საქართველოს და ვერავითარი მტერი - ხილული თუ უხილავი ვერაფერს დააკლებს მას. დღეს არის მიძინების დღესასწაული.

დიდხანს მწუხარენი უნდა ვიყოთ, რომ გარდაიცვალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედნიერი დღე, რადგან ტროპარში წერია: შობას რომ შვა ქრისტე, ქალწულება არა დაუტევა და მიცვალებასა ქვეყანა არა დაუტევა. უხილავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენ ვმადლობთ უფალს", - ბრძანა უწმინდესმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner