"ყველამ კარგად იცის, რომ სასამართლო ევროინტეგრაციას არათუ ხელს უშლის, მას 50 %-ზე მეტი რეიტინგი აქვს საქართველოში ნდობის თვალსაზრისით, რაც წარმოუდგენლად მაღალი შედეგია ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, 10 წელიწადში სასამართლომ შეძლო უდიდესი პროგრესი.
„ვისაც არ ეზარება ყველა სასამართლოს ლანძღავს. თითქოს ტრენდია და ამავდროულად ტესტი, რომ თუ სასამართლო გალანძღე, შენ ნამდვილი ოპოზიციონერი ხარ დღეს. ამ დროს, ყველამ კარგად იცის ყველაფრის მიზეზი. ყველამ კარგად იცის, რომ ევროინტეგრაციას არათუ სასამართლო უშლის ხელს, მას 50 %-ზე მეტი რეიტინგი აქვს საქართველოში ნდობის თვალსაზრისით, რაც წარმოუდგენლად მაღალი შედეგია. სასამართლო რეფორმის ეს ტალღები, მათ შორის ვინც აკრიტიკებს ახლა მათთან ერთადაც და მათ გარეშეც გადავიარეთ და აბსოლუტურად სუფთა კანონმდებლობაა. 10 წელიწადში სასამართლომ შეძლო უდიდესი პროგრესი. სად ვიყავით სასამართლოს თვალსაზრისით და სად ვართ დღეს, ამას შევხედოთ. აბსოლუტურად დაქვემდებარებული, ერთი კაცის დაქვემდებარებაში იყო, იდეის ავტორი აქაც სააკაშვილი იყო. ამ მართვის სისტემაში ვიყავით სასამართლოს თვალსაზრისით და დღეს სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ჩვენი ოპონენტები აღიარებენ ამ დამოუკიდებლობას, ოღონდ საუბრობენ რაღაც კლანზე. როგორ ნარატივს ავრცელებენ, იცით, რაც ძალიან საინტერესოა, კი შეიძლება დამოუკიდებელი იყოს, თუმცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უჭერენ და მურუსიძე-ჩინჩალაძიე კლანზე საუბრობენ. ეს მესიჯბოქსად გაიხადეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.