logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვერც ერთი ობიექტური კრიტერიუმითა და თვალსაზრისით სააკაშვილის თემა ვერ უნდა გახდეს ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან საქართველო სააკაშვილის წინაშე მართალია
- +

29 დეკემბერი. 2022. 00:16

 

"არცერთი ობიექტური კრიტერიუმითა და თვალსაზრისით, სააკაშვილის თემა ვერ უნდა გახდეს ვერანაირი ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან საქართველო მართალია სააკაშვილის წინაშე, "- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პატიმარ სააკაშვილის წინაშე, სახელმწიფო ვალდებულია მართალი იყოს, დაიცვას მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ა.შ. და ამას სახელმწიფო აკეთებს. მეორე მხრიდან ვხედავთ რას - ძალიან დიდი ძალებით შემოტევას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სიმულაციის კამპანიის გამოყენებით. ეს რომ ასე ლაგდება და საქართველოს სახელმწიფოს დიდი ძალებით უტევენ და ერთ-ერთ ინდიკატორად უნდათ მიგვაჩნევინონსააკაშვილის ფაქტორი, ეს არის დამაზიანებელი ქართული სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner