logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენ მსოფლიო რუკაზე, ევროპულ ოჯახში მნიშვნელოვანი და ღირსეული ადგილი დავიკავოთ
- +

29 დეკემბერი. 2022. 00:29

 

"ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენ მსოფლიო რუკაზე, ევროპულ ოჯახში მნიშვნელოვანი და ღირსეული ადგილი დავიკავოთ, ოღონდ ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ, ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ ისე ვერანაირ ადგილს ვერ დავიკავებთ ვერსად," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი დღეს არავის აინტერესებს.

მხოლოდ ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება შეიძლება იყოს მისი ჯანმრთელობით და სიცოცხლის უზრუნველყოფით ისე დაინტერესებული, როგორც სხვა არავინ. სუბიექტურად ჩვენ შეიძლება უფრო გვაინტერესებდეს მისი კარგად ყოფნა და ჯანმრთელობა დღეს. მაგრამ ბეწვის ხიდზე სიარული ნიშნავს ერთ რამეს, როდესაც ამგვარი, დიდი ძალებით შემოტევა არის საქართველოს წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება, ოლიგარქად მოხსენიება მეცენატი, ფილანტროპი ადამიანის, ეს ჯაჭვი მიდის საერთო მიზანთან, რომ საქართველო ჩაერთოს ომში, რასაც საქართველო ვერ და არ აკეთებს. პირველ რიგში ჩვენ დღის წესრიგში გვიდგას ჩვენი სამშობლოს გადარჩენა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენ მსოფლიო რუკაზე, ევროპულ ოჯახში მნიშვნელოვანი და ღირსეული ადგილი დავიკავოთ, ოღონდ ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ, ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ ისე ვერანაირ ადგილს ვერ დავიკავებთ ვერსად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner