logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საქართველო უთანასწორო საინფორმაციო ბრძოლას ვერ წააგებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეზე
- +

29 დეკემბერი. 2022. 00:31

 

"ქართული საზოგადოება იმედიანად უნდა იყოს - საქართველო უთანასწორო საინფორმაცვიო ბრძოლას ვერ წააგებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეზე", - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„შტურმი გაგრძელდება, მაგრამ ჩვენს მხარეს არის ერთი ძალიან დიდი კოზირი, რაც რწმენასაც გვმატებს, ენთუზიაზმსაც და სამშობლოს სიყვარულის რეალიზების უნარსაც და ამას ჰქვია სიმართლე. ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სანამ საზოგადოება სწორ პოზიციაზე იქნება, ამ ქვეყანას ვერავინ, ვერაფერს დააკლებს.

მაგალითად, ელექტროსადენი, ისტორიული გადაწყვეტილება, აი ამ ყველაფრის ფონზე მოახერხა საქართველოს მთავრობამ და ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ინიციატივა დაეყენებინა და შემდეგ ამ ინიციატივას ევროპის მხრიდან მოჰყოლოდა მყისიერი რეაგირება, რომ საქართველო დაკავშირებოდა ორ ევროპულ ქვეყანას და გაათასმაგებულიყო ხარისხი ერთმანეთთან ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულების, ასეთ გადაწყვეტილებებს ვახერხებთ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ვახერხებთ და ამიტომ ბუნებრივია, რომ ქართული საზოგადოება იმედიანად უნდა იყოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner