logo_geo
eng_logo
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის ახალრეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
- +

29 დეკემბერი. 2022. 08:59

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის ახალრეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა,  ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

 

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ყველასათვის საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 250 000 ლარს. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გურიის რეგიონში 21 000 000 მილიონი ლარი იხარჯება“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner