logo_geo
eng_logo
პრემიერი პაპუაშვილის განცხადებას არარეალისტურს უწოდებს
- +

28 აგვისტო. 2016. 15:47



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებას არარეალისტური მონათხრობი უწოდა.



მე შევხვდი გიორგი პაპუაშვილს, მას ჰქონდა ყველანაირი საშუალება, დაემტკიცებინა ეს ყველაფერი პროკურატურაში, დანარჩენი რა უნდა გითხრათ, მე არ მაქვს უფლება, გავაკეთო პოლიტიკური კომენტარი, მაგრამ ეს ყველაფერი ჰგავს რაღაც არარეალისტურ მონათხრობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner