logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: ღმერთმა იცოდეს, ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ პრეზიდენტის დღევანდელმა საჯარო გამოსვლამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვა
- +

29 დეკემბერი. 2022. 09:21

 

 

თეიმურაზ ქორიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ქალი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საპრეზიდენტო სასახლესთან მის მხარდასაჭერად, ვიმეორებ, მის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დახოცილი, ნაწამები, გაუპატიურებული, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანების ოჯახის წევრებს, ამ სიტყვებით მიმართავს – აქ რას მომივარდით, 2007 წელს მე რომ მიტინგებზე გამოვდიოდი, მაშინ სად იყავითო!

 

ეტყობა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს პირწმინდად დაავიწყდა, რომ იმ შავბნელ 2007 წელს და შემდეგაც ეს ხალხი მის მხარდამჭერ მიტინგებზე იდგა და სააკაშვილის ზონდერბრიგადების ტყვიას შუბლს უშვერდა; ვინც ყველაფერი იღონა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ასარჩევად; ვინც ყველაფერი გააკეთა სააკაშვილის მკვლელი ხელისუფლების მოსაშორებლად; ვისაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად მიაჩნია!

 

სალომე ზურაბიშვილს დაავიწყდა, სად და ვის გვერდით იდგა თვითონ 2007 წლამდე; რომ ხალხმა, ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობამ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ხმა მისცა არა ვინმე უცნობ ფრანგ ზურაბიშვილს, არამედ საქართველოს მოამაგე იმ კაცს, ვინც ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

 

ღმერთმა იცოდეს, ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ პრეზიდენტის დღევანდელმა საჯარო გამოსვლამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვა – როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ქართველობად მხოლოდ ის ხალხი მიაჩნია, ვინც გასული საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში საქართველო და ქართველი ხალხი სერგო ორჯონიკიძეს უომრად ჩააბარა და ძვირფასეულით დატენილი ჩემოდნებით ევროპისაკენ მოკურცხლა!

 

დიდი სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს, თუ რამე შემეშალა“, - წერს თეიმურაზ ქორიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner