logo_geo
eng_logo
მთიანი რეგიონების სკოლებისთვის მიმდინარე მწვანე საგრანტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
- +

29 დეკემბერი. 2022. 10:46

 

 

მთიანი რეგიონების სკოლებისთვის მიმდინარე მწვანე საგრანტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაზე კონკურსის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა პროექტის  ეტაპები შეაჯამეს.

 

საგრანტო პროექტი მთიანი რეგიონების სკოლებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, არასათავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“ და კავკასიის ბუნების ფონდთან CNF თანამშრომლობით,  წარმატებით განხორციელდა.

 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის უნიკალური ბუნებრივი ღირებულებების წარმოჩენა და მათ შესახებ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცოდნის გაღრმავება.

 

საგრანტო პროექტების ფარგლებში, ფშავის, ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობებში მდებარე სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში: მომზადდა შემეცნებითი ვიდეორგოლი ადგილობრივი დაცული ტერიტორიების შესახებ, შეიქმნა სამაგიდო თამაში, გამოიცა კომიქსი და ჩაატარდა ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

სასკოლო გრანტების ინიციატივა პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა კავკასიის ბუნების ფონდის CNF მიერ, GEF/UNDP-ის მხარდაჭერით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner