logo_geo
eng_logo
სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტს სპეციალური ცეცხლგამძლე ფორმები გადაეცა
- +

29 დეკემბერი. 2022. 12:05

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლგამძლე ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე პირადად შეამოწმა ახალი, საერთაშორისო „EN“-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა.

 

ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე როინ ვარშანიძე და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი დაესწრნენ.

 

ხანძრებზე რეაგირებისთვის გათვლილი 1000 ერთეული ფორმა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს გადაეცემათ.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით მომარაგებას მომავალშიც გააგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner