logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის“ დაუძინებელმა მეგობარმა ვიოლა ფონ კრამონმა რეზოლუციის გამოყენებით ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის ფაქტი აღიარა, რაც საქართველოს მოსახლეობაში სამართლიანად აჩენს უსამართლობის განცდას
- +

29 დეკემბერი. 2022. 12:43

 

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ საქართველოს მტრები და „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები კვლავ აგრძელებენ ჩვეულ საქმიანობას, განაგრძობენ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

 

როგორც ბოჟაძე წერს, ასეთი ზეწოლის და შანტაჟის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი არასდროს ანაცვალებს საკუთარ ინტერესებს საქართველოს ინტერესებს, მან ეს არაერთხელ დაადასტურა, სწორედ ამიტომაც აქვს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას დღესაც მისი იმედი!

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მტრები და „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები კვლავ აგრძელებენ ჩვეულ საქმიანობას, განაგრძობენ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის 9 ივნისს მიღებული რეზოლუციაში, რომელიც თითქოს საქართველოში მედიის მდგომარეობას უნდა შეხებოდა, ბიძია ივანიშვილის წინააღმდეგ ტყუილზე, დეზინფორმაციაზე და ცილისწამებაზე დაფუძნებული ჩანაწერი გაჩნდა, ჩანაწერი რომელიც მისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა, მაგრამ დღემდე არავითარი შედეგი არ მოჰყვა და არც მომავალში მოჰყვება. სანქციების დაწესების არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს(რომ არსებობდეს აქამდეც დაუწესებდნენ), სამაგიეროდ რეზოლუცია შვეიცარიული ბანკისთვის გახდა „საფუძველი“ ბიძინა ივანიშვილს არ დაუბრუნოს კუთვნილი თანხა და ამით გარკვეულ ძალებს მისცეს საშუალება გააგრძელოს მასზე ზეწოლა და შანტაჟი.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დაუძინებელმა მეგობარმა ვიოლა ფონ კრამონმა რეზოლუციის გამოყენებით ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის ფაქტი აღიარა და დაადასტურა, რაც საქართველოს მოსახლეობაში სრულიად სამართლიანად აჩენს უსამართლობის განცდას, რადგან ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან გაშვების სულისჩამდგმელის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა დაშვებული და აკრძალული მეთოდებით მიმდინარეობს. ასეთი ზეწოლის და შანტაჟის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი არასდროს ანაცვალებს საკუთარ ინტერესებს საქართველოს ინტერესებს, მან ეს არაერთხელ დაადასტურა, სწორედ ამიტომაც აქვს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას დღესაც მისი იმედი!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner