logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: მიუხედავად ყოველი მხრიდან ზეწოლისა, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ მამულიშვილს ვერ მოაწერინეს ხელი იმ უბედურებაზე, რასაც საქართველოს ომში ჩართვა ჰქვია
- +

29 დეკემბერი. 2022. 12:53

 

 

„ისტორიამ ბიძინა ივანიშვილს არგუნა ურთულეს ვითარებაში ქვეყნისათვის მსახურება და საქართველოსთვის ომის თავიდან აცილება, რისთვისაც მას სხვადასხვა მეთოდებით და საშუალებებით ებრძვიან და თავიანთი ქმედებებით სჯიან ომის მოტრფიალე გლობალური ძალები!“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ამის დასტურად კმარა ის ორკესტრირებული შეტევა, რომელსაც პირადად მასზე და მის ოჯახზე ახორციელებენ მსოფლიო პოლიტიკური და ფინანსური ბნელი ძალები!

 

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ამ ცისქვეშეთში მისთვის უმთავრესი რამ არის დედამიწის ერთ პატარა ადგილას მფეთქავი გული, რომელსაც ჩვენი სამშობლო-საქართველო ჰქვია! დრომ, ისტორიამ ბიძინა ივანიშვილს არგუნა ურთულეს ვითარებაში ქვეყნისათვის მსახურება და მსახურებაზე უფრო მეტიც სახელდობრ, საქართველოსთვის ომის ანუ საბოლოო განადგურების, გაცამტვერების თავიდან აცილება, რისთვისაც მას სხვადასხვა მეთოდებით და საშუალებებით ებრძვიან და თავიანთი ქმედებებით სჯიან ომის მოტრფიალე გლობალური ძალები! ამის დასტურად კმარა ის ორკესტრირებული შეტევა, რომელსაც პირადად მასზე და მის ოჯახზე ახორციელებენ მსოფლიო პოლიტიკური და ფინანსური ბნელი ძალები! საზოგადოებამ უნდა იცოდეს! მიუხედავად ყოველი მხრიდან არნახული ზეწოლისა და 2 მილიარდის უკანონოდ წართმევის მცდელობისა, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ მამულიშვილს ვერ მოაწერინეს ხელი იმ უბედურებაზე, რასაც საქართველოს ომში ჩართვა ჰქვია! ამ უბნელესებს, ეტყობა, არ გაუგიათ, რომ ეს დიდი კაცი იმ გორისაა, სადაც დაიწერა: „ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“! ჭეშმარიტად!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner