logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანია კიდევ ერთხელ ქვეყნის არევა და საბოლოო მიზანი მეორე ფრონტია
- +

29 დეკემბერი. 2022. 23:49

 

"სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია წმინდა პოლიტიკური კამპანიაა და ამ კამპანიას აქვს ზუსტად იგივე მიზანი, რა მიზანიც ჰქონდა მის საქართველოში ჩამოყვანას - იგივე ადამიანები აგორებენ კამპანიას, რომლებმაც თავის დროზე უზრუნველყვეს სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მაშინაც მიზანი იყო იგივე: ქვეყანაში ვითარების არევა და მისი საბოლოო კულმინაცია იყო მეორე ფრონტი. ახლაც სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანია კიდევ ერთხელ ქვეყნის არევა და საბოლოო მიზანი აქაც მეორე ფრონტია. ამას არ ვამბობთ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე, ამას ვამბობთ კონკრეტული ინფორმაციისა და პროცესების საფუძველზე. ჩვენ პრინციპული უნდა ვიყოთ ამ ბრძოლაში, არ უდნა ავყვეთ პოლიტიკურ კამპანიას და რაც მთავარია არავის არა აქვს უფლება განახორციელოს პოლიტიზირებული ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, რისი მცდელობაც არის ახლა ნაცმოძრაობის და მისი მხარდამჭერების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner