logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ექვემდებარება გარკვეულ გავლენებს. ჩვენ არ ვიცით, ეს გავლენა რამდენად მძიმე შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თავად მასაც გაუჭირდება წინასწარ იმის თქმა, მოუწევს თუ არა სააკაშვილის შეწყალება
- +

30 დეკემბერი. 2022. 00:01

 

"ერთ მხარეს არის ფაქტორები, რომლებიც უბიძგებს პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების არმიღებისკენ [საუბარია სააკაშვილის შეწყალებაზე] - ეს პირველ რიგში არის ხალხის რეაქციები, მას ძალიან კარგად შეუძლია შეფასოს, თუ როგორი რეაქცია მოჰყვება ამ შესაძლო ნაბიჯს ხალხისგან მის მიმართ - ეს იქნება უმძიმესი რეაქცია," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებით, მას დიდი სურვილი არც ექნება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ექვემდებარება გარკვეულ გავლენებს. ჩვენ არ ვიცით, ეს გავლენა რამდენად მძიმე შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თავად მასაც გაუჭირდება წინასწარ იმის თქმა, მოუწევს თუ არა სააკაშვილის შეწყალება. შანსები ახლა უხეშად რომ ვთქვა, არის ალბათ 50/50-ზე. ასეც და ისეც, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, სააკაშვილის გარეთ ყოფნა რისკებს შეიცავს და პასუხისმგებელი ვართ საზოგადოების წინაშე, რომ არ დავუშვებთ ამ ქვეყნის არევას“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner