logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე: როდესაც შენი საპრეზიდენტო საქმიანობის 4 წლის თავზე რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე გარედან პოლიტიკური გავლენა
- +

30 დეკემბერი. 2022. 00:10

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტი მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, 4 წლის განმავლობაში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტმა დამოკიდებულება ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართაც შეცვალა.

მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ აბსოლუტურად შეცვლილია, ასევე შეცვლილია მისი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. 4 წლის თავზე მოხდა რაღაც, რამაც მას შეაცვლევინა ეს განწყობა. დღეს ჩვეულებრივად ხვდება ამ ადამიანებს, ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა შვილმკვდარ დედებს ადა მამებს. რატომ მომივარდითო ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს არ ეუბნება, პირიქით - ეპატიჟება პრეზიდენტის რეზიდენციაში. როდესაც შენი საპრეზიდენტო საქმიანობის 4 წლის თავზე რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე გარედან პოლიტიკური გავლენა. ეს არის მსჯელობა, რომელიც ეფუძნება გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ ამის იქით, მე, ბუნებრივია არ შევალ - დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ საზოგადოებას მივცემთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ქვეყანაში ვითარების არ ასარევად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

28 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მის რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს ასე მიმართა: აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები?

right_banner right_banner
არქივი
right_banner