2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში, კერძოდ ბათუმში, „მის და მისტერ პლანეტა- 2016" ჩატარდება. პრესტიჟულ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩვენს ქვეყანას 30 ქვეყნის მისი და მისტერი, საერთაშორისო ჟიურის თანხლებით ესტუმრება. გამარჯვებულს სხვა პრიზებთან ერთად ოქროს გვირგვინი გადაეცემა, რომელიც პროექტის ერთ-ერთმა სპონსორმა ეთერ ყიფიამ დააწესა.
მსოფლიო სილამაზის კონკურსი უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში ტარდება და მისი პრეზიდენტები არიან: სამოდელო სააგენტო „კატრინის" დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი და სამოდელო სააგენტო „ინტერსაუნდის" დამფუძნებელი ირინა პაპაზოვა.
კონკურსანტებს მასპინძლობს სასტუმრო „INTOURISTE PALACE", პროექტი კი, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
4 სექტემბერი
18:00 საათი - ნაციონალური სამოსის ტური,ლოკაცია: „PIAZZA BATUMI"
5 სექტემბერი
15:00 საათი - ფოტოსესია, ლოკაცია: ბათუმის დელფინარიუმი
6 სექტემბერი
12:00 საათი -პრესკონფერენცია - ლოკაცია: სასტუმრო „INTOURISTE PALACE"
15:00 საათი -ფოტოსესია, ლოკაცია: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
7 სექტემბერი
15:00 საათი - შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ლოკაცია:
20:00 საათი - ტალანტ - შოუ , ლოკაცია: „PIAZZA BATUMI"
8 სექტემბერი
20:00 საათი - საცურაო კოსტუმების ტური, ლოკაცია: სასტუმრო „INTOURIST PALACE"
10 სექტემბერი
20:00 საათი - მსოფლიო სილამაზის კონკურსის ფინალი, ლოკაცია: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.
23.00 საათი -AFTER PARTY, ლოკაცია: პიერ ბათუმი
საკონტაქტო პირი: ეკატერინე მგალობლიშვილი 574111115, ქეთი გომართელი 577440098