"მშვიდობა არის ის, რაც ჩვენ 2022 წელს წარმატებით შევინარჩუნეთ და ამის შენარჩუნება 2023 წელსაც არის სერიოზული გამოწვევა და რა თქმა უნდა ჩემს ქვეყანას მშვიდობას ვუსურვებ" - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ასევე მინდა ჩვენს ქვეყანას ბევრი სიხარული ვუსურვო და ასეთი სიხარულებიგვქონდა ჩვენ გასულ წელს, რაც სხვადასხვა სფეროში მივიღეთ და ერთ-ერთი გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია და მინდა ასეთი ბევრი სიხარული ვუსურვო ადამიანებს. კვირიდან კვირამდე ელოდებოდნენ ქართველები კვარაცხელიას თამაშს და არცერთი კვირა არ დარჩნენ ისინი იმედგაცრუებულნი. ყოველი კვირა იყო ერთმანეთზე საინტერესო. ბევრი ასეთი სიხარული მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.