logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობა თქვენ გაქვთ და კანონის მიღება თქვენ შეგიძლიათ, ხვიჩა კვარაცხელიამ რა უნდა ქნას?! ამ ადამიანს ვინ დაიცავს?!
- +

30 დეკემბერი. 2022. 01:21

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოცილურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ქართულ ოცნებაში" სრულ ჭკუაზე ხართ?!

საპარლამენტო უმრავლესობა თქვენ გაქვთ და კანონის მიღება თქვენ შეგიძლიათ, ხვიჩა კვარაცხელიამ რა უნდა ქნას?!

ამ ადამიანს ვინ დაიცავს?!

თქვენ, არ ვიცი, სად მიდიხართ, - ევროპაში თუ იმის იქით, ოკეანის გადაღმა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი ისეთი კანონების მიღებას მოითხოვს, რომელიც ნორმალურ ადამიანებს რამდენიმე პარაზიტის თავდასხმისგან დაიცავს!

არ მინდა ისეთი ევროპული საქართველო, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელის ფოტოს პრეზერვატივზე გამოსახავენ!

იმიტომ, რომ პატრიარქს იუბილე მიულოცა და დალოცვა სთხოვა!

წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ვერ ბედავს ხმის ამოღებას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც არამზადების თავდასხმის ეშინია!

არ მინდა ასეთი ევროპა!

დარწმუნებული ვარ, საქართველოში არ მოიძებნება თუნდაც ერთი წესიერი ადამიანი, რომელიც ნორმად მიიღებს ამ უმსგავსობას!

თქვენ რას ახალისებთ?!

მიიღეთ კანონი!
დაიცავით საქართველოს მოქალაქეები!

გავკარი ევროსასამართლოს ჰელსინკიდან ლისაბონამდე!

ედრენამატ!"- წერს ბონდო მძინარაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner