logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება
- +

30 დეკემბერი. 2022. 10:14

 

 

„რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება, ჩვენი მხარდაჭერა კი უკრაინის მიმართ გაგრძელდება“, - აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი. „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში, დიპლომატმა რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებს უაზრო უწოდა.

 

„კიდევ ერთი უაზრო და მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, განურჩევლად ანადგურებს ინფრასტრუქტურას და სამედიცინო დაწესებულებებს, განზრახ ირჩევს სამიზნეს და კლავს სამოქალაქო პირებს. რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება“, - წერს ბორელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner