logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
- +

30 დეკემბერი. 2022. 10:25

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით უკრაინის დახმარებაც არის გათვალისწინებული.

 

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის ბიუჯეტში უკრაინის დახმარება 45 მილიარდი დოლარით არის განსაზღვრული.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ახალი ბიუჯეტი ინვესტიციებს განახორციელებს სამედიცინო კვლევის მიმართულებით, უსაფრთხოებაში, ვეტერანების ჯანდაცვაში.

 

„ბიუჯეტი მოხმარდება უსაფრთხოებას, სამედიცინო კვლევებს, ვეტერანების ჯანდაცვას, კატასტროფის შედეგების აღდგენას, ფონდს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ასევე გაუწევს გადამწყვეტ დახმარებას უკრაინას“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner