logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი გამოყოფს 9 მილიონ ლარს
- +

30 დეკემბერი. 2022. 11:14

 

 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი გამოყოფს 9 მლნ ლარს. ეს შეეხება მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ ამ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა - მეტი სიფრთხილე, მეტი ყურადღება თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვისას, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძირითადად ეხება და ცვლის არა ერთი ან ორი, არამედ, ათასობით მოქალაქის ყოფას“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner