logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მინდა, ადგილობრივი მოსახლეობა თუ თბილისის სტუმრები მოგიწვიოთ საახალწლო გალა-კონცერტზე, რომელიც ევროპის მოედანზე 31 დეკემბრის ღამით, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყება
- +

30 დეკემბერი. 2022. 11:23

 

 

მინდა, ყველა - ადგილობრივი მოსახლეობა თუ თბილისის სტუმრები, მოგიწვიოთ საახალწლო გალა-კონცერტზე, რომელიც ევროპის მოედანზე 31 დეკემბრის ღამით, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 31 დეკემბრს, ღამით სამ სხვადასხვა სცენაზე წარმოდგენილი იქნება ჟანრობრივად მრავალფეროვანი რეპერტუარი.

 

„ეს იქნება კიდევ ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი სანახაობა - სამ სხვადასხვა სცენაზე წარმოდგენილი იქნება ჟანრობრივად მრავალფეროვანი რეპერტუარი. მოკლედ, გელით, მობრძანდით, წამოიყვანეთ თქვენი შვილები და შვილიშვილები, ერთად შევხვდეთ ახალ წელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner