თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და შვიდ იანვარს, ღამის სამ საათამდე მოემსახურება მგზავრებს. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.