logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა 50 ხე დარგეს
- +

28 აგვისტო. 2016. 16:27



დიღმის საძმო საქალაქო სასაფლაოზე დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლთა პატივისცემის ნიშნად 50 კიპაროსი დაირგო. ღონისძიების ორგანიზატორია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, სამსახურის თანამშრომლებმა, უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ოჯახების წევრებმა.



30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, გამწვანების ღონისძიება  ამ დღის მოახლოებასთან დაკავშირებით მოეწყო.  




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner