-
+
28 აგვისტო. 2016. 16:27
დიღმის საძმო საქალაქო სასაფლაოზე დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლთა პატივისცემის ნიშნად 50 კიპაროსი დაირგო. ღონისძიების ორგანიზატორია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, სამსახურის თანამშრომლებმა, უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ოჯახების წევრებმა.
30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, გამწვანების ღონისძიება ამ დღის მოახლოებასთან დაკავშირებით მოეწყო.