„საახალწლოდ მორთული ჩვენი დედაქალაქი არის ულამაზესი. გვაქვს ასევე საახალწლო სოფელი, რომელიც ულამაზესია და რომელსაც რუსეთთან და რუსულთან არავითარი კავშირი აქვს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„იქ უამრავი ჩვენი მოქალაქე იკრიბება ყოველ საღამოს, უამრავი პატარა, უამრავი ახალგაზრდა ერთობა და ძალიან ასიამოვნო განწყობაა. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი სარგებლობს აღნიშნული სივრცით. პატარებისთვის არის სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები. არის კაფეები, ბარები, ასე რომ მობრძანდით საახალწლო სოფელში და 31-ში ყველას გელოდებით საახალწლო გალაკონცერტზე“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლესთან "რუსული სოფელია მოწყობილი".