logo_geo
eng_logo
გერმანიის მოსახლეობის ნახევარი მერკელის მიერ კანცლერის თანამდებობის კიდევ ერთხელ დაკავების წინააღმდეგია
- +

28 აგვისტო. 2016. 17:22



გერმანიის მოსახლეობის ნახევარი ანგელა მერკელის მიერ კანცლერის თანამდებობის კიდევ ერთხელ დაკავების წინააღმდეგ გამოდის.


სოციოლოგიური ინსტუტის, Emnid-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მერკელის აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენას გამოკითხულთა მხოლოდ 42% უჭერს მხარს.



ამასთანავე, კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 70% ანგელა მერკელის კანცლერის თანამდებობაზე დარჩენას მხარს უჭერს. 22 % კი ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ გამოდის.



თავად ანგელა მერკელს საკუთარი კანდიდატურის მეოთხედ წამოყენების გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.



ბუნდესტაგის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner