გერმანიის მოსახლეობის ნახევარი ანგელა მერკელის მიერ კანცლერის თანამდებობის კიდევ ერთხელ დაკავების წინააღმდეგ გამოდის.
სოციოლოგიური ინსტუტის, Emnid-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მერკელის აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენას გამოკითხულთა მხოლოდ 42% უჭერს მხარს.
ამასთანავე, კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 70% ანგელა მერკელის კანცლერის თანამდებობაზე დარჩენას მხარს უჭერს. 22 % კი ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ გამოდის.
თავად ანგელა მერკელს საკუთარი კანდიდატურის მეოთხედ წამოყენების გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
ბუნდესტაგის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.