logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მხრიდან 12 პუნქტი იყო შემოთავაზებული და სადაც ცალმხრივი პასუხისმგებლობით შეგვეძლო ნაბიჯების გადადგმა, ყველგან ვიმოქმედეთ 100 %-ით პირნათლად
- +

30 დეკემბერი. 2022. 13:21

 

 

„ევროკავშირის მხრიდან 12 პუნქტი იყო შემოთავაზებული და ჩვენ ამ წლის ბოლომდე გეგმა გვქონდა გაწერილი, რასაც პირნათლად გავყევით. სადაც ცალმხრივი პასუხისმგებლობით შეგვეძლო ნაბიჯების გადადგმა, ყველგან ვიმოქმედეთ 100 %-ით პირნათლად“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, 12 პუნქტის შესრულების კუთხით, ყველა შესაბამისი კანონი აარის უკვე მიღებული, გარდა ორი კანონისა.

 

„ყველა შესაბამისი კანონი არის უკვე მიღებული, გარდა ორი კანონისა. ერთი უკავშირდება სასამართლო რეფორმას, მეორე დეოლიგარქიზაციას. ორივესთან დაკავშირებით ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და როდესაც დაბრუნდება დასკვნები, განვაახლებთ კანონების მიღებას. ყველა სხვა კანონი მიღებულია. რჩება ასევე თანამდებობის პირების არჩევა, მაგრამ იქ ცალმხრივი პასუხისმგებლობით ამ პუნქტებს ჩვენ ვერ შევასრულებდით. იქ საჭირო იყო ოპოზიციის კონსტრუქციული მიდგომა, რაც სამწუხაროდ ვერ ვიხილეთ. სახალხო დამცველის შემთხვევაში ვუთხარით, რომ არის 5 კანდიდატი, თქვით, რომელს უჭერთ მხარს და ჩვენ მოგიბრუნდებით, რაზეც მივიღეთ მკვახე უარი. იუსტიციის საბჭოს წევრებს რაც შეეხება, იქ საერთოდ არ უნდათ დისკუსიაში შემოსვლა. ასეთ ვითარებაში ამ ორი პუნქტის შესრულება არის რთული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner