logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თვითონ ასეთი მსჯელობა, რომ სააკაშვილის პატიმრობა არის ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე, არა მარტო მიუღებელი, აბსურდულთან ერთად ამორალურიცაა
- +

30 დეკემბერი. 2022. 13:25

 

 

„თვითონ ასეთი მსჯელობა, რომ სააკაშვილის პატიმრობა არის ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე, არა მარტო მიუღებელია, აბსურდულთან ერთად ამორალურიცაა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„უნდათ, რომ ყველაფერი თავდაყირა დაგვიყენონ - ეს არის მათი პიარის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. ისინი გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი სამართლის უზენაესობა კი არ არის, არამედ პირიქით - სამართლის უზენაესობა უპირისპირდება ევროკავშირის იდეას. ეტყობა მათ ასე წარმოუდგენიათ ევროკავშირი, რომ არ არსებობს სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, კანონი არ უნდა კანონობდეს, სახელმწიფო არ სამართლის. ჩვენ ასე არ წარმოგვიდგენია. ჩვენ გვგონია, რომ ევროპასთან საერთოდ არ არის თავსებადი ისეთი სახელმწიფო, სადაც არ არის კანონის უზენაესობა და სამართლებრივი სახელმწიფო“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner