მსოფლიო ფეხბურთის მეფეს, პელეს ემშვიდობება. მათ შორის არიან ცნობილი ფეხბურთელბი, რომლებიც პელეს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
ზინედინ ზიდანი: სამუდამო მეფე, პელე.
დეივიდ ბექჰემი: ეს მისი ულამაზესი თამაში იყო, დიდი მადლობა და ნახვამდის, მშვიდად განისვენე მეგობარო.
რონალდინიო: ვუსამძიმრებ პელეს ოჯახს. მშვიდად განისვენე მეფეო.
კრიშტიანუ რონალდუ: ვუსამძიმრებ მთელს ბრაზილიას და განსაკუთრებით ედისონ არანტეს დო ნასიმენტოს ოჯახს. სიტყვა „მშვიდობით“ ვერასდროს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გამოვხატოთ ის ტკივილი, რასაც პელეს გარდაცვალებით მთელი საფეხბურთო სამყარო ახლა განიცდის. პელე მილიონობით ადამიანის შთაგონებაა. პელეს არასდროს დაივიწყებენ, მასზე მოგონებები თითოეული ჩვენგანის, ფეხბურთის მოყვარულის გულში იარსებებს. მშვიდად განისვენე მეფეო, პელე.
კილიან მბაპე: ფეხბურთის მეფემ დაგვტოვა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა არასდროს იქნება დავიწყებული. მშიდად განისვენე მეფეო.
ლიონელ მესი: მშვიდად განისვენე.
ნეიმარი: პელემდე „10“ უბრალოდ რიცხვი იყო - ოდესღაც ეს სიტყვები, სადღაც წავიკითხე. მაგრამ ეს წინადადება დაუსრულებელია. ვიტყოდი, რომ პელემდე ფეხბურთი უბრალო სპორტი იყო. პელემ ყველაფერი შეცვალა. მან ფეხბურთი ხელოვნებად აქცია. მან ხმის უფლება მისცა ღარიბებს, ფერადკანიანებს და განსაკუთრებით მან ცნობადობა შესძინა ბრაზილიას. ფეხბურთმა და ბრაზილიამ თავისი სტატუსი მეფის დახმარებით გაზარდა! თვითონ აღარაა, მაგრამ მისი მაგია რჩება. პელე მარადიულია!!!
ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა.
პელემ სპორტული კარიერა 1977 წელს დაასრულა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი - 1958, 1962 და 1970 წლებში.
FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მე-20 საუკუნის სპორტსმენად დაასახელა.