logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი გიული ალასანიაზე: ეს ქალი დღეში ორჯერ თავხედობს და დღეში სამჯერ ცრუობს!
- +

30 დეკემბერი. 2022. 13:58

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

ეს ქალი დღეში ორჯერ თავხედობს და დღეში სამჯერ ცრუობს!

 

მისი თავხედობები და სიცრუეები რომ გადავამრავლოთ 400 დღეზე, რაც ამხანაგი მიხა დაატუსაღეს, გამოდის, 800-ჯერ ითავხედა და 1200-ჯერ იცრუპენტელავა!

 

მისი მტკიცებით, გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ უცნაური ადამიანები და ყვიროდნენ, მოკალი, მოკალიო!

 

ეს რა არი, რა უბედურებაა, ბიბლიის საუკუნეში ვცხოვრობთო?!

 

ყურადღება მიაქციეთ!

 

ეს რა უბედურებაა, ბიბლიის საუკუნეში ვცხოვრობთო?

 

არ ვიცი (ეგებ თქვენ იცოდეთ), რას ნიშნავს ბიბლიის საუკუნე და ბიბლიის არასაუკუნე?

 

ჯერ ერთი, იმ აქციაზე არავინ ყვიროდა, მოკალი, მოკალიო და მეორეც - თუ ვინმე იყვირებდა, ეს იქნებოდა ბიბლიური საუკუნე?

 

ახლაც იტყვით, რომ ესენი დედაბუდიანად სატანის მოციქულები არ არიან?!

 

უცნაური ხალხი მივიდა პრეზიდენტის რეზიდენციასთანო... მადამ ,,პღეზიდენტსაც'' ეგრე მოეჩვენა, უცნაური ხალხი მომივარდაო... არავითარი სინანული, არავითარი სიბრალული, არავითარი თითზე კბენანი, არავითარი ბოდიში, არავითარი არაფერი... არაფერი, არაფერი და არაფერი!

 

ამათ ადამიანური არაფერი გააჩნიათ... ამიტომაც გადაიარა ქართველი ხალხის ზურგზე ამდენმა ტკივილმა და გაიღო ამდენი მსხვერპლი!

 

არაფერი აინტერესებთ, სულ არაფერი... სხვისი ტკივილი ფეხებზეც არა ჰკიდიათ!

 

საიდან მოვიდნენ, ვინ არიან, რა ჯიშისანი, რომელი ჯილაგისანი, ვინ მოათესლა და რატომ? განა რა დაგვიშავებია ამისთანა, რომ ესენი შემოგვესივნენ მოუშორებელ ჭირად?! - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner