logo_geo
eng_logo
ფილიპინებზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება ციხეს თავს დაესხა
- +

28 აგვისტო. 2016. 17:22



„ბი-ბი-სი"-ს გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემისტული დაჯგუფება „მაუტეს", დაახლოებით, 20 „ბოევიკი" ქალაქ მარავიში მდებარე ციხეს თავს დაესხა, დაცვა განაიარაღა, საკუთარი თანამებრძოლები გაათავისუფლა და იარაღი წაიღო.


ციხეში მყოფი ისლამისტები, რომლებმაც დაეშს ერთგულება გამოუცხადეს, სამართალდამცველებმა გასულ კვირას ხელნაკეთი ნაღმტყორცნის ტრანსპორტირებისას დააკავეს. მათი გათავისუფლებისთვის ჩატარებული რეიდისას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევა კიდევ 15 პატიმარმა შეძლო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner